კომპანია

ჩვენი მისიაა ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის, ნატურალური და გემრიელი ქართული ტრადიციული ტკბილეული! ამ იდეით შპს „ნუგბარი“ 2015 წელს დაარსდა. ამჟამად იგი აერთიანებს:

  • ჩურჩხელების საწარმოს კახეთში (წნორში)
  • შეფუთვებისა და დისტრიბუციის ოფისს თბილისში
  • შოურუმსა და სავაჭრო ჯიხურებს თბილისის მოლებში
  • ბრენდირებულ სტენდებს საქართველოს საცალო ობიექტებში
  • ექსპორტს აშშ–ში, ევროპასა და რუსეთში (რუსული შვილობილი კომპანიით)