ფიტნეს–დარბაზები

ფიტნეს–დარბაზები: ძნელია იპოვო ჩურჩხელაზე უფრო ბუნებრივი ენერჯაიზერი, რომელიც სწრაფად აღადგენს სპორტულ დარბაზში თუ ბუნებაში სუფთა ჰაერზე დახარჯულ ენერგიას. მართალია ჩურჩხელა სხვა ენერჯაიზერებისაგან განსხვავებით არ არის გაჯერებული ხელოვნური ცილებით (პროტეინებით), მაგრამ ყურძნის წვენში არსებული მონოსაქარიდები (გლუკოზა და ფრუქტოზა) მომენტალურად მიაწვდიან თქვენს ორგანიზმს ნახშირწყლებს, რაც ენერგიის აღდგენისა და თქვენს ორგანიზმში ახალი უჯრედების შექმნის საუკეთესო დასაწყისია. გარდა ამისა, ნიგოზი საუკეთესო მკვებავია ტვინისთვის, ხოლო თხილი დამატებით არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა ფუნქციონირებას.