სარგებელი

ჩურჩხელა არის ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ადამიანების საკვები, რომელიც ფიზიკურთან ერთად დიდ გონებრივ ენერგიას იძლევა. ნიგოზი და თხილი შეუცვლელი საზრდოა ტვინისთვის (ომეგა 3, -6, -9), ხოლო ორივე მათგანი ყურძნის წვენსა და ხორბლის ფქვილთან ერთად შეიცავენ სხვა უამრავ მკვებავს. რადგან ჩურჩხელა სავსეა “ჯანსაღი კალორიებითა” და სასარგებლო მიკროელემენტებით, იგი საუკეთესო საგზალი და ბუნებრივი ენერჯაიზერია. ამ თვისებების გამო ჩურჩხელა გამუდმებით დაჰქონდათ ომებში ქართველ მეომრებს.