როგორ შეიქმნა Wholenuts®

საქართველოში, ღვინისა და ჩურჩხელის სამშობლოში, ვაზი უხსოვარი დროიდან ხარობს. ყურძნის 500-მდე ჯიშიდან ყველაზე გავრცელებული ჯიშებია რქაწითელი და საფერავი. სწორედ ამ 2 ჯიშის წვენის უნიკალური გემო დაედო საფუძვლად ჩვენს მცდელობას ისტორიაში პირველად შეგვექმნა სტანდარტიზებული ჩურჩხელა – Wholenuts®, რომელიც შეიფუთებოდა შესაბამისად და გაუძლებდა ტრანსპორტირებასა და გრძელვადიან შენახვას ისე, რომ არ დაკარგავდა ხარისხობრივ მაჩვენებლებს.