ჩვენი ბრენდი Wholenuts®

ჩურჩხელა Wholenuts® წარმოადგენს შაქრისა და სხვა საკვები დანამატებისაგან თავისუფალ, საშუალო და მაღალი შემოსავლების სეგმენტზე გათვლილ ჯანსაღ სნექს (ჩურჩხელას), რომელიც დამზადებულია საკუთარი ტექნოლოგიით (უძველესი ქართული რეცეპტის მიხედვით) და აქვს რქაწითელისა და საფერავის ჯიშების ყურძნების განუმეორებელი არომატი. განსაკუთრებული გემოს მისაღებად თხილეული მსუბუქად მოხალულია თონეში.